суббота, 21 апреля 2018 г.

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში






ანიმაციური სურათი მშობლები-ის სურათის შედეგი

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. გამოკვლევების თანახმად მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ.





·          ჩემი, როგორც დამრიგებელის, მთავარი პრიორიტეტი სწორედ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობაა.
·          მშობლებთან თანამშრომლობა, მასწავლებლის მხრიდან, კარგად განვითარებულ საკომუნიკაციო უნარებს მოითხოვს. ხოლო მშობლის მხრიდან, გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, რაც ხშირ შემთხვევაში ძნელი მისაღწევია.
·         მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და მოსწავლის ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს.
·         როგორც დამრიგებელი, გამოვიყენებ სხვადასხვა საკომუნიკაციო ხერხებს იმისათვის,რომ ჩავრთო მშობლები სასწავლო პროცესში. რათა მოვაღწიოთ  საერთო   მიზანს: მოსწავლის წარმატებას და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას
                მშობლებთან ურთიერთობისათვის გამოვიყენებ შემდეგ საკომუნიკაციო ხერხებს

·         მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა.
·         მშობლებთან ურთიერობისათვის გამოვიყენებ: ინფორმაციის მიწოდება წერილობით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით , საკლასო კრებებით, ინდივიდუალური შეხვედრებით.
·          მშობლებთან ურთიერთობის ფორმას შევარჩევ სიტუციიის შესაბამისად .
·          მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს მშობელს წინასწარ ვაცნობებ, თუ როდის არის შესაძლებელი შეხვედრა და საუბარი.რაც საშუალებას მომცემს მომზადებული შევხვდე მშობელს და რაციონალურად განვკარგო დრო.
·         მშობელთან ურთიერთობას მოსწავლის  დადებითი მხარეების წარმოჩენით დავიწყებ,რასაც შეიძლება სხვადასხავა პრობლემების გამხილვა მოჰყვეს.
·         მშობელთან ურთიერთობა თავაზიანი ფორმით უნდა წარიმართოს ,რათა მშობელმა მასწავლებელში მისი შვილის კეთილმოსურე დაინახოს
·         აუცილებელია მივცეთ მშობელს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება.
·         საწავლო წლის დასაწყისშივე უნდა მოხდეს მოსწავლის და მშობლის ინფორმირება გაკვეთილების გაცდენის შემთხვევეში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
·         მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს დაუშვებელია სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრების თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი.
·         დაუშვებელის ასევე მშობელთან მისი შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
·         აუცილებელი მშობელმა მასწავლებელში მიუკერძოებელი პედაგოგი დაინახოს.
·         მშობელთა კრებების დროს გავმართავ დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე.დავგეგმავთ პროექტებს , ღონისძიებებს და ერთად  დავგეგმავთ როგორ ჩაერთვებიან მშობლები ამ პროცესებში .მშობელთა ჩართულობა აამაღლებს მათი შვილების მოტივაციას.
·         მოვახდენ მშობელთა გამოკითხვას წერილობით სხვადასხვა საკითხებზე.მოვისმენ მათ მოსაზრებს.მშობლებს შევავსებინებ წინასწარ ჩემს მიერ შედგენილ კითხვარებს .რაც საშუალებას მომცემს გავითვალისწინო მათი მოსაზრებები .მათი პასუხები დამხმარება დავგეგმო მომავალი აქტივობები
·         და ყველაზე მნიშვნელოვანი: შევეცდები ზემოთ ხსენებულ ყველა აქტივობაში მაქსიმალურად ჩავრთო მამები.

         ვთვლი, რომ მშობლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა სიახლე ერთ მიზანს ემსახურება. სკოლამ ოჯახთან ერთად აღზარდოს ჯანმრთელი, განათლებული, ღირსეული და მოტივირებული მოქალაქე.